„ოცნებას“ როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებთ იმათ ლაპარაკს“? - მეუფე იაკობი ოპოზიციაზე
ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს, ხალხს უყვარს, თუ რა? ციხეში არავის დაჭერა მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, თუ სასულიერო პირები არჩევნებზე მხარს რომელიმე კონკრეტულ ძალას დაუჭერენ, "დღეს არსებული მეორე ძალა მთავარი ოპოზიცია აღარ იქნება". რაც საქართველოში ხდება, ქვეყნის მტრობაა და "არც პარლამენტი გვაქვს, არც არაფერი".
"ოპოზიციას პოლიტიკოსობის ვერაფერს ვატყობ. ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ხელისუფლება ყოველთვის იღებს ხოლმე ხმების რაღაც რაოდენობას, სადღაც 30%-მდე შეუძლია აიღოს. გადახედეთ კარგად, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდებით. ეს მეორე ძალაა, რომელიც ახლა მთავარი ოპოზიციაა, აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია. თუ მხარს დავუჭერთ ვინმეს, დღეს მოქმედს არავის. როცა საჭირო იქნება, საქართველოს ასე უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ. - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

Print