„ოცნებას“ როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებთ იმათ ლაპარაკს“? - მეუფე იაკობი ოპოზიციაზე
ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს, ხალხს უყვარს, თუ რა? ციხეში არავის დაჭერა მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, თუ სასულიერო პირები არჩევნებზე მხარს რომელიმე კონკრეტულ ძალას დაუჭერენ, "დღეს არსებული მეორე ძალა მთავარი ოპოზიცია აღარ იქნება". რაც საქართველოში ხდება, ქვეყნის მტრობაა და "არც პარლამენტი გვაქვს, არც არაფერი".
"ოპოზიციას პოლიტიკოსობის ვერაფერს ვატყობ. ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ხელისუფლება ყოველთვის იღებს ხოლმე ხმების რაღაც რაოდენობას, სადღაც 30%-მდე შეუძლია აიღოს. გადახედეთ კარგად, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდებით. ეს მეორე ძალაა, რომელიც ახლა მთავარი ოპოზიციაა, აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია. თუ მხარს დავუჭერთ ვინმეს, დღეს მოქმედს არავის. როცა საჭირო იქნება, საქართველოს ასე უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ. - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების
დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
09:52 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე
სოციალური პროგრამაა, რითიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლების
გარკვეული ნაწილი სარგებლობს.
15:11 / 14.04.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამაა, რითიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლების გარკვეული ნაწილი სარგებლობს.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში
სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში
მანიფესტაციები დაიწყო.
13:09 / 14.04.2024
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში მანიფესტაციები დაიწყო.
ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის
სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის.
09:29 / 14.04.2024
ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის.
ლიკანში, ორი სკვერი და სპორტული
მოედანი მოეწყობა.
17:20 / 12.04.2024
ლიკანში, ორი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
შეცვლილი როლები სპეციალურად საახალწლო გამოშვებისთვის;
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.