"ფორუმი" - ახალდაბა

ახალდაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი და მჭიდროდ დასახლებული დაბაა, პრობლემები დაბაში უამრავია, სწორედ ამ პრობლემების გასაცნობად ესტუმრა დაბას თოქ-შოუ „ფორუმის“ გადამღები ჯგუფი და ადგილობრივებსა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრის ინიციატორი გახდა.

ახალდაბის მცხოვრებთა მთავარი პრობლემა საშეშე და სამასალე მერქანია, მოსახლეობას პრეტენზიები აქვს ბორჯომისა და ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან. დაბას ეროვნული პარკი ესაზღვრებ, რაც ტყიდან საშეშე და სამასალე მერქნის გამოტანის პირობებს ართულებს. ახალდაბელები საშეშე ფონდის გამოყოფას ზაფხულში ითხოვენ და არა შემოდგომის ბოლოს, როცა უკვე ტყეში თოვლია და შეშის გამოტანა რთულდება.

დაბაში სასმელი წყლის პრობლემაცაა, წყალი ონკანებში  ამღვრეული და ხშირ შემთხვევაში სამელად უვარგისი მოდის. მიტოვებული და ნანგრევებად ქცეული შენობები, საკანალიზაციო სისტემა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ეს ყველაფერი დაბის მცხოვრებლებს აწუხებთ.

 

თოქ-შოუში პრობლემების განხილვა მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მოხდა, ადგილობრივებმა დიმიტრი ბერიძისგან რამდენიმე საკითხის მოგვარების პირობა მიიღეს, პრობლემების ნაწილის მოგვარებას კი გამგებელი ახალდაბელებს ვერ დაპირდა.


Print