"ფორუმი"
ვიდეოში ნახავთ, როგორ დაიწყო, მიმდინარეობდა და დასრულდა პროექტი - "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის", რომლის მიზანი იყო საზოგადოების, მედიიის, თვითმმართველობის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდა. დიალოგის ხელშეწყობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.

  • პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო ჩართულობის საბჭო, ბორჯომის ყველა თემის წარმომადგენლით დაკომპლექტებული.
  • საბჭოს ჩართულობით, ხდებოდა მთავარი გამოწვევების გამოვლენა ყველა თემში.
  • გაიმართა 30 შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ჩაიწერა 30 სატელევიზიო დისკუსია.
  • დაიწყო პრობლემების მოგვარება.

პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებდა.





Print