"ფორუმი" -რველში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ რველში, ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეხვედრები სოფლებში პროექტის ფარგლებში  "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" იმართება. პროექტი გულისხმობს დიალოგის ხელშეწყობას ხალხსა და ხელისუფლებას შორის.

რველში მცხოვრებლებს, ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და მერის წარმომადგენელი ყვიბისის თემში ზაზა კურტანიძე შეხვდნენ. მთავარი პრობლემა სოფელში სასმელი წყალია, დასახლების დიდ ნაწილს გაუფილტრავი სასმელი წყალი მიეწოდება.





სასმელ წყალთან ერთად რველში, ცენტრალურ მაგისტრალზე სიჩქარის შემზღუდველების მონტაჟს ითხოვენ. ასევე რველის კულტურის სახლის ეზოში, ატრაქციონების დადგმა და პატარა სკვერის მოწყობა უნდათ. ახალგაზრდები კი საფეხბურთო მოედანს ითხოვენ.

დასახლებაში შიდა გზების დიდი ნაწილი მოასფალტებულია. იგეგმება სკოლის ეზოში არსებული 
საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია.





გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=rZDkH-cN93Q&feature=youtu.be
Print