"ფორუმი" - ბეშეთში
ბეშეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი პატარა სოფელია. დასახლებამ სოფლის სტატუსი რამდენიმე წელია მოიპოვა. სოფელ კორტანეთიდან ბეშეთში ისე შედიხართ, მანიშნებელი აბრაც კი არ გხვდება.

სოფელში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. დასახლების მცხოვრებლების მთავარი პრობლემა გზაა, სოფლამდე მისასვლელიც და სოფლის შიდა გზებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო ხახმარების მანქანებს, სოფლამდე მისვლა უჭირთ. ტაქსები ამ სოფელში წასვლაზე უარს ხშირად ამბობენ.




სოფელში არსებული მთავარი გამოწვევების გასაცნობად, ბეშეთის მოსახლეობას ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ყიფიანი შეხვდნენ.

შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“. იმის გამო , რომ ბეშეთში არცერთი საჯარო შენობა არ არის, შეხვედრა სოფლის შესასვლელში ღია ცის ქვეშ გაიმართა.

ბეშეთში მცხოვრებლაბმა გზასთან ერთად, სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრეს. სოფელში მოუწესრიგებელია ელექტრო სადენები, მოსაგვარებელია ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი. ამასთან ადგილობრივები სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.




შეხვედრიდან მეორე დღეს, სოფელში კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებმა მუშაობა დაიწყეს და ახალი ელექტრო ბოძები დაამონტაჟეს.


გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=rg1U3livO-4&feature=youtu.be

Print