"ფორუმი" - მოლითში
„ფორუმში“ ამჯერად ბორჯომის მაღალმთიანი სოფლის, მოლითის, მთავარი გამოწვევები განვიხილეთ. მოლითი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ე.წ ზედა ზონის სოფელია და ბორჯომიდან 70 კილომეტრით არის დაშორებული.

შეხვედრა მოლითის მოსახლეობასთან პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ გაიმართა.

პროექტი სოფლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და ამ საკითხების ირგვლივ ხალხის და ხელისუფლების მსჯელობას გულისხმობს, მედიის ჩართულობით, სატელევიზიო დისკუსიის ფორმატში.

50 კომლიან სოფელს პრობლემები ბევრი აქვს, მთავარი კი მაინც გზაა, რომლის მოწესრიგებასაც დასახლება წლებია ელის.





სოფელში სასმელი წყლის საკითხიც აქტუალურია, მიძველებული წყლის სისტემა დატვირთვას ვეღარ უძლებს, ხშირად ზიანდება მილები და სასმელი წყალი მოსახლეობამდე ვეღარ აღწევს.



მოლითში ექთანი არ ჰყავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი და ელემენტარული სამედიცინო დახმარების მისაღებად ადგილობრივებმა კილომეტრებით დაშორებულ მეზობელ სოფლებში უნდა იარონ. დასახლებაში ადგილობრივი ექთნის დანიშვნას ითხოვენ.



მოლითში მცხოვრებლების კითხვებს ტელეკომპანია „ბორჯომის“ სტუდიიდან , ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ უპასუხა.




გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=aC0PDP9De7I&feature=youtu.be

Print