"ფორუმი" - ცემში
ამჯერად „ფორუმში“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცემის პრობლემები განვიხილეთ. ცემი ბორჯომიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და საკურორტო დასახლებაა. ცემს ზაფხულის სეზონზე უამრავი ადამიანი სტუმრობს, უნიკალური ჰავის გამო ჩამოდიან ოჯახებით და ჩამოყავთ ბავშვები.

ცემში მთავარი პრობლემა უხარისხო სასმელი წყალია. წვიმიან ამინდში, წყალს, ვერც ადგილობრივები იყენებენ დასალევად და ვერც დასახლების სტუმრები.




ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის ფარგლებში, „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ცემში ადგილობრივებთან შეხვედრა გაიმართა. სოფელში არაერთი გამოწვევაა. ცემელების შემოსავლის წყარო ბინების გაქირავებაა და ადგილობრივების კეთილდღეობა, ჩამოსული დამსვენებლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ცემელებისთვის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სოფლის ცენტრში არსებული სკვერის გარდა, დასახლებაში კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილის და გასართობი მოედნის მოწყობას ითხოვენ.




პროექტი გულისხმობს ადგილობრივ თემებში არსებული მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირებას და დიალოგის ხელშეწყობას ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ამ შემთხვევაში ადგლობრივი მერიის პირველმა პირებმა მოსახლეობასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. ცემელებს მხოლოდ მერის წარმომადგენლის თანაშემწე შეხვდა. მერის მოადგილემ კი ცემელების კითხვებს სტუდიიდან უპასუხა.




გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=uPxTXmG8N78&feature=youtu.be
Print