"ფორუმი" - ლარებში
ხალხის და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი შეხვედრა სოფელ ლარებში გაიმართა.
შეხვედრები ბორჯომის სოფლებში, ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება. პროექტი ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობას გულისხმობს.

ლარები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველაზე პატარა სოფელია, სადაც სულ ექვსი ოჯახი ცხოვრობს. სოფელი პატარაა, მაგრამ გამოწვევები ბევრი აქვს. მთავარი სასმელი წყალია, რომელსაც დასალევედ ვერ იყენებენ.




შეხვედრები ბორჯომის სოფლებში არსებულ რიტუალების სახლებში ან სასოფლო კლუბებში იმართება. იმის გამო, რომ ლარებში მსგავსი შენობა არ არის, ბორჯომის მერის მოადგილე, დავით ზაალიშვილი ლარებში მცხოვრებ ექვს ოჯახს დასახლების ცენტრში, ღია ცის ქვეშ შეხვდა.

ადგილზე განიხილებს სოფელში არსებული მთავარი გამოწვევები. სასმელი წყლის პრობლემასთან ერთად, მოსახლეობას ხიდის საკითხიც აწუხებს, რომელიც დასახლებასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა, ამბობენ რომ ხიდი დაზიანებულია და მასზე სასწრაფო დახმარების მანქანაც იშვიათად გადადის. ლარებში მცხოვრებლები ხიდის შეკეთებას და დასახლებაში სკვერის მოწყობას ითხოვენ.



გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=CwrbYUeuxT0&feature=youtu.be

Print