"ფორუმი" - სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა
ხელისუფლებამ შეწყვეტილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მიმდინარე წლიდან განაახლა. სოფლებისთვის გაორმაგებული თანხები გამოიყო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სოფლის კრებებზე ხალხმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რას მოხმარდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები.
ჩაერთო თუ არა ხალხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა პრიორიტეტები გამოვლინდა და როგორ ჩატარდა შეხვედრები ბორჯომის სოფლებში. ამ კითხვებს გადაცემის სტუმრებმა უპასუხეს.

გადაცემის სტუმრები: ბორჯომის მერის მოადგილე - ბუბა ბერიძე, მერის წარმომადგენელი დვირის თემში - ლაშა კევლიშვილი, მერის წარმომადგენელი ახალდაბაში - ზურაბ ბლიაძე.



გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


Print