"თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" - პირველი ეტაპის შეჯამება
ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" პირველი ეტაპი, პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მხარეებმა შეაჯამეს.

ბორჯომის სოფლებში განხორციელებული შეხვედრები და შედეგები განვიხილეთ გადაცემაში, რომელსაც პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო ჩართულობის საბჭოს წევრები, პროექტის დირექტორი და ბორჯომის მერის მოადგილე ესწრებოდნენ.

ბოლო 9 თვის განმავლობაში, ბორჯომის სხვადასხვა თემში 18 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებს ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანი ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა და მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.





ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა რეპორტაჟები დაბა წაღვერსა და სოფელ კორტანეთში, სადაც პირველი შეხვედრები გაიმართა. ჯგუფმა ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხა, ორივე სოფელში შეხვედრების დროს განხილული მთავარი პრობლემები ნაწილობრივ მოგვარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა კი დასახლებებში სრულად გადაიჭრა.

სოფელი კორტანეთი





დაბა წაღვერი





პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე https://www.youtube.com/watch?v=rdqzgVqvIx0&t=1s
Print