"ფორუმი" - ანდეზიტში
ანდეზიტის დასახლებაში ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 9 ნოემბერს გაიმართა. ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ უპასუხა. შეხვედრები ბორჯომის სოფლებსა და დაბებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება. შეხვედრები მიზნად ისახავს თემში არსებული მთავარი გამოწვევების განხილვას და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას.



მთავარი განსახილველი საკითხი სასმელი წყლის მოუგვარებელი პრობლემა იყო. სოფელში სასმელი წყლის პრობლემა დაახლოებით ოთხი ათეული წელია აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ უამინდობის დროს ადგილობრივები ონკანიდან წამოსულ უხარისხო წყალს სასმელად ვერ იყენებენ.




დასახლებაში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების საკითხი ერთ-ერთი აქტუალურია. მცირემიწიან სოფელში ადგილობრივები იმ ნაკვეთებსაც ვერ იკანონებენ რასაც ათეულობით წლებია ამუშავებენ
სოფელს სადაც 110 ოჯახი ცხოვრობს არ აქვს საბავშვო ბაღი, ბავშვების ტარება მათ ბაკურიანის ბაღში უწევთ. ნაწილი კი ამასაც ვერ ახერხებს და პატარები სკოლამდელი განათლების გარეშე რჩებიან.

მთავარი პრობლემა რაც სოფელს წლებია აწუხებდა უკვე მოგვარების პროცესშია. დასახლებამდე მისასვლელი გზის დიდი მონაკვეთი მოსაფალტების პროცესშია. ანდეზიტამდე მისასვლელი გზა სოფლის მთავარი გამოწვევა იყო წლების განმავლობაში


პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=hos1bNEkJ2g&t=16s


Print