"ფორუმი" - ყვიბისში
სოფელ ყვიბისში ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 12 ოქტომბერს გაიმართა. სოფლის ცენტრში ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ და თემის რწმუნებულმა უპასუხეს.



შეხვედრები ბორჯომის სოფლებსა და დაბებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება. შეხვედრები მიზნად ისახავს თემში არსებული მთავარი გამოწვევების განხილვას და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას.
დიალოგი კითხვა პასუხის რეჟიმში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა




მთავარი განსახილველი საკითხი სასმელი წყლის მოუგვარებელი პრობლემა იყო. ამ გამოწვევის წინაშე სოფელი უკვე წლებია დგას. ადგილობრივების ონკანებში უამინდობასთან ერთად სასმელი წყლის ფერი და ხარისხი იცვლება. სასმელად უვარგისი წყალს ადგილობრივები წყაროებიდან მოტანილი წყლით ანაცვლებენ.

სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა, მაგრამ სასურველი შედეგი არ დადგა, რადგან ახლა მოძველებული და ამორტიზებული მილებია შესაცვლელი.





პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=su5qJmzZv44



Print