"ფორუმი" - ქვბისხევში
ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, 16 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევში შედგა. ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ და მერის წარმომადგენელმა უპასუხეს.

შეხვედრისთვის სოფლის ცენტრში არსებული კლუბის შენობა შევარჩიეთ. ქვაბისხევში მცხოვრებლებმა წლების განმავლობაში სოფელში დაგროვილ პრობლემებზე ისაუბრეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხები მოითხოვეს.



სოფელი თანხმდება, რომ მათთვის მთავარი პრობლემა მაღალმთიანი დასახლების სტატუსია, რომელიც სოფელმა ვერ მიიღო. აქ მცხოვრები 120 ოჯახი ამბობს, რომ მიგრაციის მაჩვენებელი იზრდება და სოფელი თანდათან დაიცლება.

ქვაბისხევში არ აქვთ ბუნებრივი აირი, გაზიფიცირებას სოფელი წლებია ითხოვს. პრობლემას ართულებს ის ფაქტიც, რომ დასახლება ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება და ქვაბისხევში საშეშე მერქნის პრობლემა აქვთ, რაც ისეც მკაცრ ზამთარს ადგილობრივებისთვის უფრო ამკაცრებს.




ფაქტობრივად ავარიულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვაბისხევის კლუბი, სადაც განთავსებულია ბიბლიოთეკა, სამედიცინო პუნქტი და მოსწავლლეებისთვის ცეკვის გაკვეთილებიც აქ ტარდება.
ახალგაზრდებისთვის არ არის საფეხბურთო მოედანი და სკვერი.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე   https://www.youtube.com/watch?v=vkBWELWTDfo&t=11s


პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.




Print