"ფორუმი" - ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებებში
შეხვედრა ხალხსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ამჯერად ბორჯომში გაიმართა.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ



შეხვედრა შედგა პროექტის, „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში.
ორი დასახლების მცხოვრებლებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ.




შეხვედრის პირველი ნაწილი, ბორჯომში არსებული, დაზიანებული ე.წ „სილამაზის ხიდის“ მოუგვარებელი პრობლემის განხილვას დაეთმო. 2015 წელს რეაბილიტირებული ხიდი, ძალიან მალე დაზიანდა და მას შემდეგ მუდმივად შეკეთებას საჭიროებს.



ახალშენში მცხოვრებლებს სანიაღვრე არხების საკითხი აწუხებთ, წვიმის დროს იტბორება საცხოვრებელი სახლების სარდაფები, ეზოები და სადარბაზოები.




ვაშლოვანის დასახლებაში არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი, აქ მცხოვრებლებს ორჯერ მეტის გადახდა უწევთ კერძო ტრანსპორტში, მუდმივად ზიანდება სასმელი წყლის სისტემა, ახალგაზრდები საფეხბურთო მოედანს და სკვერს ითხოვენ.




გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=gbDR_KJlIco&t=2s

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

Print