Error
"ფორუმი" - ტაბაწყურში
მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“, სოფელ ტაბაწყურში შედგა.
ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფელია და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ტაბაწყურის ტბის სანაპიროზეა გაშენებული და ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.
ტაბაწყურში ადგილობრივებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილე შეხვდნენ და იქ მცხოვრებთა პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრას ტაბაწყურში მცხოვრები ქალები არ ესწრებოდნენ, მთავარ პრობლემებზე აქ კაცებმა ისაუბრეს. პრობლემები კი დასახლებას ბევრი აქვს.




მთავარი საკითხი, რის მოგვარებასაც ადგილობრივები ითხოვენ სოფლამდე მისასვლელი და დასახლების შიდა გზებია. გადაადგილება აქ მსუბუქი ავტომანქანით რთულია. გზა ბორჯომიდან ტაბაწყურამდე შემოდგომიდან გაზაფხულამდე ჩაკეტილია, დიდთოვლობის გამო აქ მცხოვრებლები ახალქალაქიდან შემოვლითი გზით სარგებლობენ

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ბევრი ბავშვია მათთვის არანაირი გასართობი ინფრასტრუქტურა არ არის, სკოლის მიმდებარედ არსებული საფეხბურთო მოედანი, რომელიც არც შემოსაზღვრულია და არც მოწესრიგებული, ტაბაწყურელი ახალგაზრდების ერთადერთი თავშეყრის ადგილია.



სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, თხუთმეტი წლის წინ აშენებული სამედიცინო ამბულატორიის შენობა კი უფუნქციოა და ადგილობრივები პირველად სამედიცინო დახმარებას აქ ვერ ღებულობენ.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე   https://www.youtube.com/watch?v=5chlCaP9YGk

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


Print