"ფორუმი" - სადგერსა და ტბაზე
შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად სოფლებში სადგერსა და ტბაზე გაიმართა.
იმის გამო, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში არ არის შენობა, სადაც პროექტის ფარგლებში შეხვედრის ჩატარებას შევძლებდით, გადავწყვიტეთ ორი სოფლის სადგერის და ტბის პრობლემებზე ერთდროულად გვემსჯელა და შეხვედრა სოფ. ტბაზე ჩაგვეტარებინა, რომელსაც სადგერის მცხოვრებლებიც დაესწრებოდნენ.

ორი სოფლის მოსახლეობას ბორჯომის მერი შეხვდა. სადგერიც და ტბაც საკურორტო სოფლებია, შესაბამისად იქ ზაფხულის საკურორტო სეზონზე ბევრი დამსვენებელია. ადგილობრივებსაც ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხები აწუხებთ, რაც ხელს უშლის სოფლებში ტურიზმის განვითარებას.



სადგერში ნომერ პირველ პრობლემად სასმელი წყალი დასახელდა, სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ადგილობრივები ამბობენ, რომ რთული ასახსნელია ჩამოსული დამსვენებლისთვის, რატომ არ მოდის წყალი ონკანში.

ტბის მცხოვრებლები კი სოფელში სკვერის მოწყობას ითხოვენ, რომლითაც ადგილობრივებთან ერთად, კურორტის სტუმრებიც ისარგებლებენ.



მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, მიმდინარე წელს სადგერში საკანალიზაციო სისტემა მოეწყო. მთლიანად დაიქსელა ცენტრალური მაგისტრალი. ამით პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. ტბაზე კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.


გადაცემის ბმული სომხურ ენაზე   https://www.youtube.com/watch?v=VdbVkyXxKmc&t=29s

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


Print