"ფორუმი" - წაღვერში
პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" დიალოგი ხალხსა და ხელისუფლებას შორის დაბა წაღვერში გაიმართა. დისკუსიის ჩასაწერად დაბის ცენტრში არსებული კულტურის სახლი შეირჩა. ეს არის შენობა, რომლის რეაბილიტაციასაც წაღვერში მცხოვრებლები წლებია ითხოვენ.
ადგილობრივებს მთავარ გამოწვევებზე სასაუბროდ ბორჯომის მერის მოადგილე, "საზოგადოებრივი ტრანსპორტის" ხელმძღვანელი, თემის რწმუნებული და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შეხვდნენ.

საკურორტო დაბაში მცხოვრებლებს ბევრი პრობლემა აქვთ და ერთსაათიანი შეხვედრის დროს ის მთავარი საკითხები გააჟღერეს, რომლებიც მათთვის ყველაზე უფრო პრიორიტეტული იყო.




ნომერ პირველი პრობლემა დაბაში სასმელი წყალია, რომელსაც წაღვრელები და დაბის სტუმრები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ, იმის გამო, რომ წყალი ხშირად იმღვრევა და არასათანადოდ იფილტრება. ადგილობრივებს წყალთან ერთად მოუწესრიგებელი გზები აწუხებთ.




დაბაში ერთი საზოგადოებრივი ავტობუსი მოძრაობს, რომელიც ძველი და მოუწესრიგებელია, წაღვერში მცხოვრებლები მოწესრიგებულ და გამართულ ტრანსპორტთან ერთად, ავტობუსის მოძრაობის გრაფიკში ცვლილებებს ითხოვენ. 

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=AW7g-5TaKnI&t=468s

პროექტს ახორციელებს

ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.
Print