ძველი მართვის მოწმობის შეცვლა 1 აპრილამდეა შესაძლებელი - "დღის ქრონიკის" სტუმარი თიკო ბიბილეიშვილი
2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ. ძველი მართვის მოწმობების შეცვლა ახლით მოქალაქეებს, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში შეუძლიათ. ამ დრომდე მართვის მოწმობა 80 000 -ზე მეტმა მძღოლმა განაახლა. რას გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა და რა უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული მართვის მოწმობით მოსარგებლე მოქალაქეებმა, ამ თემაზე სასაუბროდ სტუდიაში სტუმარი შემოგვიერთდა. „დღის ქრონიკის“ შეკითხვებს უპასუხა, შსს მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ თიკო ბიბილეიშვილმა.
Print