ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში დროებითი მმართველი დაინიშნა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებით მმართველად გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია(გვაზავა) დაინიშნა.

 

ინფორმაცია, დღეს ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

 

შეგახსენებთ,რომ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია მიტროპოლიტმა სერაფიმემ 6 თვის წინ 21-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა.ამ დრომდე ეპარქიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ხელმძღვანელობდა.

Print