ბორჯომში გზების რეაბილიტაცია 1 ივლისს დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა - დიმიტრი ყიფიანმა დაათვალიერა. ამ დროისთვის, კოსტავას ქუჩაზე იგება ასფალტი და პარალელურად ხდება ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთება. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თანხა როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება.