თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საბავშვო-ვოკალურმა სტუდია „ჰარმონიამ“ ბორჯომში დღეს კონცერტი გამართა. სტუდიის წევრებმა ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება სოციალურად დაუცველ ბავშვებს მიეძღვნათ. კონცერტის ბოლოს მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ და შშმ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.