ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს
რეგიონებში შეხვედრებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს. როგორც
ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ჯერჯერობით არ იცის, რომელ
რეგიონში ჩავა პირველად.
„ვფიქრობ, კვირაში ორი შეხვედრა გავაკეთო - ორშაბათს და
ხუთშაბათს, რომ მოვასწრო ათივე რეგიონში და ალბათ, თბილისშიც მომიწევს
ერთი ან ორი სატელევიზიო გამოსვლა და აქტივთან შეხვედრა“, - განაცხადა
ბიძინა ივანიშვილმა.