2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. წინასაარჩევნო კამპანია კი დღეს ოფიციალურად დაიწყო. შესაბამისად ბორჯომში მუშაობა გაააქტიურეს პოლიტიკურმა პარტიებმა, გახსნეს ოფისები და მართავენ კონსულტაციებს დეპუტატობის კანდიდატების შესარჩევად. სულ ცესკოს ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის სურვილით 27-მა პარტიამ მიმართა.