ბორჯომში, ქალაქის ცენტრში ე.წ. „ზებრა“ გადასასვლელების დახაზვა მიმდინარეობს. ცენტრალური გზის მოასფალტების შემდეგ ქვეითთა გადასასვლელები აღარ ჩანდა, რაც გადაადგილებაში ხელს როგორც მძღოლებს ასევე ფეხით მოსიარულეებს უშლიდა. საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მიზნით ადგილობრივები მათ ხელახლა დახაზვას ითხოვდნენ. ამჟამად იხაზება ის მონაკვეთები, სადაც არსებობდა ე.წ. ზებრა გადასასვლელები.