სოციალური მიზნით საქართველოს ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ ქვეყანა შესაძლოა ახლო მომავალში ეკოლოგიური კატასტროფის და ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დააყენოს - ეს განცხადება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით გააკეთა.
ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით 2016-17 წლის ზამთრისთვის, ტყიდან შეშის იმ რაოდენობის მეოთხედის გამოტანაც ვერ მოხერხდება რაც მოსახლეობამ გასულ ზამთარს მოიხმარა.