დღეს განსაკუთრებული მხიარულება იყო ბორჯომის #1 საბავშვო ბაღში. ბაღის ეზოში პატარა საგამოფენო სივრცე მოეწყო და პატარების, მათი მშობლოების და პედაგოგების ნამუშევრები გამოიფინა, რაც მთავარია გამოფენილი ნივთები პატარებმა ნარჩენებისგან დაამზადეს. „ვისწავლოთ ნარჩენების მართვა და გამოყენება“, ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც გარემოს დაცვის დღეს მიეძღვნა. პატარებმა გარემოს დაცვის თემაზე აღმზრდელების შეკითხვებს უპასუხეს.