ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა" ახალი პროექტის “ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის” პრეზენტაცია გამართა.პროექტი მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივი მოსახლეობის გენდერული ცნობიერების ამაღლებას.პროექტი სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის (SJMC) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.