პროექტის მიზანი საზოგადოებაში გენდერული ცნობიერების ამაღლებაა. პროექტში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები და ახალგაზრდული გენდერული კლუბები. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი პროექტს 7 თვის განმავლობაში საქართველოს 2 რეგიონში განახორციელებს.