განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე
ჯეჯელავა შეცვლის.
განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე მისი გადადგომის
შესახებ გადაწყვეტილებას ლოგიკურს და გონივრულს
უწოდებს.
როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაიარა განათლების
სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და ქმედებების ოთხმა წელმა
და მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი თვალით შეფასდეს განვლილი
სამუშაოები და დაიგეგმოს ახალი ქმედებები.
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების საფუძველი არ არის. ჯეჯელავას თქმით, მისი განათლების მინისტრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს.