დღეს ბორჯომში, ლიკანის ტერიტორიაზე Opel-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ღობეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. მსუბუქი ავტომანქანა ევაკუატორით იქნა გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო, მძღოლს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით დაეკისრა.