დაახლოებით 2 თვეში, ბორჯომში თევზის გადამამუშავებელი მინი საწარმო გაიხსნება. საწარმო "ზორეთის" საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ამოქმედდება და დღეში დაახლოებით 100 კგ თევზს გადაამუშავებს. გადამუშავებაში კალმახის შებოლვა, სპეციალურ შოკ-მაცივრებში გაყინვა და ვაკუუმში დამუშავება-შეფუთვა იგულისხმება.