დღეს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს ამერიკის ელჩის და განათლების მინისტრის მოადგილეები ესტუმრნენ. ისინი ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრის ახალგაზრდებს შეხვდნენ, მათ შეკითხვებს უპასუხეს, პროექტის შედეგებს გაეცნენ და მონაწილეობა მიიღეს გადაცემაში „სტუმარი ჩართულობის ცენტრში“. ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ბაზაზე 8 თვის წინ გაიხსნა, რომელის ბენეფიციარებიც ბორჯომის საჯარო სკოლების უფროსკლასელები არიან.