ბორჯომში, ქალაქის ცენტრში სკვერებისა და ფეხით სავალი ნაწილების მიმდებარედ ყვავილები ირგვება. გამწვანების აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიამ 4 000 ნერგი შემოიტანა. ყვავილების დარგვა ეტაპობრივად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად მოხდება.