17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გახდნენ "საქართველოს მოხალისე". სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ქვეყნის მასშტაბით სულ 128 მოტივირებული ახალგაზრდა შეირჩევა, ისინი მთელი წლის განმავლობაში თავიანთ მუნიციპალიტეტებში დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს. აღნიშნული პროგრამის შესახებ, ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით სამინისტრომ შეხვედრა ბორჯომში გამართა.