21 რეგიონულ მაუწყებელსა და 6 რადიო სადგურში თვითრეგულირების მექანიზმი ამოქმედდა, რაც სამომავლოდ რესპოდენტების და ჟურნალისტების ურთიერთობას იმავე მედია საშუალებებში დაარეგულირებს. ამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ტ/კ „ბორჯომში“. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბორჯომში საზოგადოებას ამ მექანიზმის მნიშვნელობა გააცნო და მათ აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.