გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს განცხადება რეინჯერებსა და ტყის მცველებზე ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით
"მიმდინარე წლის 20 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინიტროს თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი
გამოვლინდა.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომის სატყეო უბნის ტყის
მცველს ზურაბ ბლიაძეს ბრაკონიერებმა პირადი ავტომანქანა გადაუწვეს და
ამავე უბნის უფროსის - მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლს ქვები
დაუშინეს. ასევე, ფიზიკური ზეწოლა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უბნის უფროს რეინჯერზე რეზო
ქიმაძეზე განხორციელდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მობილიზებულ იქნა საპატრულო
პოლიცია.
გარემოს დაცვის სამინისტრო შეგახსენებთ, რომ სამინისტროს თითოეული
თანამშრომელი და განსაკუთრებით, ტყის მცველები, დაცული ტერიტორიების
სააგენტოს რეინჯერები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლები იცავენ საქართველოს უდიდეს საგანძურს -
ტყეს და ტყის რესურსს.
სამინისტრო არ შეეგუება სამსახურებრივი უფლება-მოსილების შესრულების
პროცესში თანამშრომლებზე ნებისმიერი სახის, მათ შორის ფიზიკური
ზეწოლის მცდელობას. ყოველი ასეთი ფაქტი იქნება აღკვეთილი და
გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ".
აღნიშნულ თემაზე ტელეკომპანია "ბორჯომის"გადამღები ჯგუფი მუშაობს. სიუჟეტი ნახეთ "დღის ქრონიკაში 21:00 საათზე