ბორჯომის მინერალური წყლების პარკში მინერალური წყლის ბიუვეტთან ახლოს ზაფხულის სეზონზე კვების ობიექტის აშენების საკითხს დღეს საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. საკითხის განხილვას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საუბარი ეხება მსუბუქი კონსტრუქციით აგებულ ობიექტს. აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით, მოქალაქემ პარკის ადმინისტრაციას მიმართა. სადაც იგი 8 წლიან იჯარას 80 კვადრატულ მეტრ ფართობზე ითხოვდა.