ხვალ ბორჯომში ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. მრევლი ტიმოთესუბნის მონასტრიდან ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრამდე გზას ფეხით გაივლის. მსვლელობა ბორჯომში რამდენიმე წელია იმართება და მეუფე სერაფიმეს სახელს უკავშირდება. მრევლის ტიმოთესუბნამდე გადაადგილებას ბორჯომის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.