18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ღონისძიება გაიმართა. სამეცნიერო-თეორიულ კონფერენციას არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი უძღვებოდა, რომელმაც სამუზეუმო კოლექციებსა და თანამედროვე აღმოჩენებზე ისაუბრა. ღონისძიებას ორგანიზება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გაუწია.