სოფელ ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობა საშეშე მერქნის პრობლემაზე საუბრობს. ტყე, საიდანაც ისინი მერქანს მოიპოვებენ, აცხადებენ რომ გაიჩეხა და რესურსი ამოიწურა. ადგილობრივები ტყე-კაფების გამოყოფას ნაკრძალიდან ითხოვენ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კი განმარტავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სოციალურ ჭრებს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს.