უკვე მესამე დღეა მაშველები მდინარე მტკვარში 58 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები აწყურიდან ბორჯომემდე არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს. შეგახსენებთ 15 მაისს დღის მეორე ნახევარში სოფელ ზიკილიის მკვიდრი მდინარე მტკვარში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადავარდა. ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი ნივის მარკის ავტომობილის მძღოლმა სოფელ აწყურთან სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.