გუშინ,16 მაისს რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ბორჯომში ჩარხისწყლის დასახლებაში მოსახლეობა დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებველი სახლების სარდაფები და ეზოები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს ამ ქუჩაზე სტიქიის პირველი შემთხვევა არ არის. პირველ სართულზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვს.