საერთაშორისო სასამართლოებში როგორ უნდა ხდებოდეს საქართველოს შესახებ საქმეების გაშუქება - სახალხო დამცველმა ამ თემაზე ბორჯომში 2 დღიანი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ჩაატარა. მედიის წარმომადგენლებს იმ უნარ-ჩვევებზე ესაუბრნენ, რაც მათ ამ თემებზე მუშაობისას სჭირდებათ. ომბუდსმენი ტრენინგებს მედიის წარმომადგენლებისთვის სხვა თემებზეც ჩაატარებს.