ამ დროისთვის გზებისა და ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში რუსთაველის ქუჩაზე, ასევე 9 აპრილისა და ერეკლეს ქუჩებზე. ბაკურიანში კი წყლისა და საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა. აკაკი მაჭუტაძემ მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ეს ადგილები მოინახულა და შესრულებული ხარისხით დაინტერესდა. ინფრასტრუქტურლი სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება. რეაბილიტაციის დასრულებას 1 თვეში ვარაუდობენ.