ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან 71 წელი გავიდა. ეს დღე ბორჯომში კიდევ ერთხელ აღნიშნეს. მემორიალთან შეკრებილებმა 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სამამულო ომში 700 000 ქართველი იბრძოდა, მათი ნაწილი ომს შეეწირა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღეისათვის 23 ვეტერანი ცხოვრობს, მემორიალთან მისვლა კი 10-მდე მებრძოლმა შეძლო.
მემორიალის შემდეგ, სამამულო ომის ვეტერანებმა ძმათა სასაფლაოზე გადაინაცვლეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.