ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 10700 აბონენტია გაზიფიცირებული. ბუნებრივი აირით დღეისათვის მხოლოდ 14 სოფელი სარგებლობს. ამჟამად სამუშაოები ბორჯომის არცერთ სოფელში არ მიმდინარეობს. გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვს. ენერგეტიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში მათ ვერაფრით აიმედებს.