ბორჯომში ქალაქის ქუჩებში ე. წ. ზებრა გადასასვლელები ხელახლა დახაზვას საჭიროებს. ახლადმოასფალტებულ გზებზე გადასასვლელები აღარ ჩანს. ადგილობრივები მის განახლებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევებს არ გამორიცხავენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ზებრა გადასასვლელების დახაზვა წლის ბოლომდე მოხდება.