ქვეყანაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების საზღვრები იცვლება. ბორჯომის 36-ე საარჩევნო ოლქს ასპინძის და ახალქალაქის ნაწილი შემოუერთდა. შესაბამისად ბორჯომში არსებულ დაახლოებით 26 600 ამომრჩეველს, ასპინძის 10 000 და ახალქალაქის 17 სოფლის 10 000-მდე ამომრჩეველს ერთი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მოუწევს.
ცვლილების მიხედვით სამცხე-ჯავახეთს საქართველოს პარლამენტში 3 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. 1 მაჟორიტარი ეყოლება ბორჯომს, ასპინძას და ახალქალაქის 17 სოფელს. ახალქალაქის დანარჩენ ნაწილს და ნინოწმინდას 1 დეპუტატის არჩევა მოუწევს. ახალციხეს და ადიგენს ასევე 1 დეპუტატი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში.