ბორჯომის N4 საჯარო სკოლის მინი საფეხბურთო მოედანი რეაბილიტაციას საჭიროებს. ხელოვნური ბალახის საფარი დაახლოებით 3 წლის წინ დაზიანდა და მას შემდეგ ბავშვებისთვის აქ თამაში შეუძლებელი გახდა. დაპირება ახალ უბანში მცხოვრებლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან 2 წლის წინაც მიიღეს, თუმცა პრობლემა დღემდე პრობლემად დარჩა.
სპორტულის მოედნის პრობლემა აქვს ბორჯომში კიდევ რამდენიმე საჯარო სკოლას. როდის გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება პორტული მოედნების რეაბილიტაციას ნახეთ სიუჟეტში.